მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ოცნება" ევროპის მისამართით შეტევაზე გადავიდა - პაატა მანჯგალაძე

,,ოცნება” ევროპის მისამართით შეტევაზე გადავიდა – პაატა მანჯგალაძე

Published on

რას ისახავდა მიზნად შალვა პაპუაშვილის წერილი, რომელიც მან ევროსაბჭოს ასამბლეის პრეზიდენტს გაუგზავნა? ოპოზიციაში თვლიან, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ევროკავშირის რეკომენდაციები არ შესრულდეს. ასევე, წერილში არის მცდელობა, ქართულ საზოგადოებაში ევროპის მიმართ სანდოობა შემცირდეს.

,,სტარატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, მიიჩნევს, რომ პაპაუაშვილის წერილი არის ქართული საზოგადოების მიმართ თვალებში ნაცრის შეყრა და ანტიქართული განცხადება.

ახლა გადავიდნენ ევროპის მისამართით ისეთ შეტევაზე, ევროპელებს იქით ასწავლიან ,,ოცნების” წარმომადგენლები დემოკრატიას, ასევე, რას ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლიანობა, სასამართლო.

ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა. ეს ხალხო დემოკრატიის სახელით ლანძღავს დასავლეთს. ეს არის ანტიქართული განცხადება, სამარცხვინო განცხადება!

თურმე ევროპელებს ომი უნდათ, ცუდი უნდათ, საქართველოს დანგრევა უნდათ. ეს არის რეალური სახე კობახიძის, პაპუაშვილისა და ივანიშვილის – ამბობს პაატა მანჯგალაძე.

,,ქართულმა ოცნებამ” ევროსაბჭოზე იერიში მიიტანა – პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა.

პაპუაშვილი აღშფოთებულია ფაქტით, რომ ევროსაბჭომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რეზოლუციაში პუტინის პატიმრად მოიხსენია. ასევე, ხელისუფლება შეურაცხყოფილიცაა იმის გამო, რომ მათ ევროპა სააკაშვილის გათავისუფლებას სთხოვს.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...