მთავარისიახლეებისაზოგადოებამკვლელი შადრევნის თემაზე ოპოზიცია კალაძეს საკრებულოში იბარებს

მკვლელი შადრევნის თემაზე ოპოზიცია კალაძეს საკრებულოში იბარებს

Published on

ხელმოწერები შეგროვებულია – ყველა ოპოზიციური პარტია შეთანხმდა, რომ კახა კალაძე საკრებულოში მკვლელი შადრევნის თემაზე უნდა დაიბარონ. თბილისის მერს სისტემური დანაშაულის საქმეზე განმარტებების გაკეთება საკრებულოს სხდომაზე მოუწევს.

დოკუმენტს ოპოზიცია საკრებულოში ოფიციალურად რამდენიმე საათში შეიტანს. მოპოვებული მტკიცებულებებით დაკავებული 9 პირის გარდა, მერიის მაღალჩინოსანთა სამსახურეობრივი გულგრილობაც იკვეთება და კვალი კალაძემდე მიდის.

აღნიშნულ საკითხზე ოპოზიცია საგანგებო ბრიფინგს ხვალ გამართავს, სადაც დედაქალაქის მერს საკრებულოში მისვლის დროს და თარიღს დაუთქვამს.

თუ აქამდე საუბარი იყო კახი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, ფაქტობრივად, მერის მოადგილის აღიარებითი ჩვენების შემდგომ, ტქვენს ეთერში გასული სკანდალური ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შემდგომ, ცალსახად იკვეთება კახი კალაძის და ასევე მისი მოადგილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. კახი კალაძემ დაარღვია კანონი, როდესაც ჩენ არ შეგვიშვა მთავრობის სხდომაზე და არ მოისმინა ჩვენი მწვავე კითხვები, ამიტომ ჩვენ, ოპოზიციას, გვაქვს ახლა აქტიური კონსულტაციები, რომ კახი კალაძე დავიბაროთ საკრებულოში რიგგარეშე სხდომაზე. ვნახოთ, რამდენად გაბედავს მოსვლას და კითხვებზე პასუხების გაცემას, მაგრამ არმოსვლაც, რა თქმა უნდა, იქნება მისი მხრიდან კიდევ მორიგი უხეში დარღვევა კანონის, – ამბობს ირაკლი ნადირაძე.

“ნოდარ მელაძის შაბათის ეთერმა” გაარკვია, რომ ვაკის შადრევანი მერიამ კანონდარღვევით გახსნა. აღმოჩენილია დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ მერიის მაღალჩინოსნებს დანაშაული აქვთ ჩადენილი.

ხელშეკრულებაში, რომელიც კალაძის გუნდმა მკვლელი შადრევნის მშენებელთან გააფორმა, წერია, რომ მერიას შადრევანი ჯერ უნდა გადმოებარებინა და მხოლოდ ამის შემდეგ გაეფორმებინა მიღება ჩაბარების აქტი, რაც მერიის მაღალჩინისნებმა არ გააკეთეს. შადრევანი ისე ჩართეს და გახსნეს, რომ მერიის არცერთ სამსახურს არ ჰქონდა გადაბარებული და არ არსებობდა დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...