მთავარისიახლეებისაზოგადოებამე ახლა ვიწყებ ბრძოლას - დოროყაშვილი

მე ახლა ვიწყებ ბრძოლას – დოროყაშვილი

Published on

ნელი დოროყაშვილი ამბობს, სასამართლო დავას გააგრძელებს და სამართლიანობას მიაღწევს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ბასილაშვილი ხუთივე ეპიზოდში გამართლდა.

“მოსამართლე, რომელიც უარყოფს თავის წინ დადებულ ფაქტებს, თვალს ხუჭავს ყველაფერზე, დაეყრდნო მხოლოდ ბრალდებულის 10-წუთიან რეპლიკას სიტყვა-სიტყვით იმეორებს მის სიტყვებს! 2-წლიანი განხილვის შემდეგ მხოლოდ ბრალდებულის 10-წუთიან რეპლიკას იმეორებს. მას შეეძლო პირდაპირ 2 წლის წინ მოესმინა ბრალდებულისთვის, გაემეორებინა მისი სიტყვები და ეთქვა მაშინვე, არ არის ეს ბიჭი დამნაშავეო. ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს. ამით მან თქვა, რომ არაფერი გეშველებათ, ძალადობაში ამოგხდებათ სული თუ ნეკა დოროყაშვილმა ვერ მოიგო სისხლის სამართლის დავა პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით სავსე, მაშინ სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ?!” – წერს დოროყაშვილი სოციალურ ქსელში.

***

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. 2022 წლის 22 მაისს ყოფილ ცოლზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ ის დააკავა, 24 მაისს კი სასამართლომ ის 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ადვოკატის განმარტებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილზე გენდერული ნიშნით ფიზიკურად არაერთხელ იძალადა.

ამასთანავე, დაცვის მხარის ცნობით, ბასილაშვილი წლების განმავლობაში გენდერული ნიშნით სისტემატურად – ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად ძალადობდა ცოლზე, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

ნეკა დოროყაშვილმა სასამართლოში ბასილაშვილის წინააღმდეგ არაერთი ჩვენება მისცა. მათ შორის, ერთ-ერთ სხდომაზე მან ვიდეომტკიცებულებებიც წარმოადგინა, რომელშიც დოროყაშვილის თქმით, მას ბასილაშვილი ჩოგნებით სავსე ჩანთას ურტყამს.

“ნიკამ, მეფე ვარო, მე უნდა ვყოფილიყავი ქვეშევრდომი” – დოროყაშვილის ჩვენება სასამართლოში
“ჩოგნის ჩემოდანს მირტყამდა”- ნეკა დოროყაშვილის ახალი ჩვენება ბასილაშვილზე
ჩოგბურთელი სასამართლო პროცესებს დისტანციურად ესწრებოდა. 5 ოქტომბერს ის სასამართლოში მივიდა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლიდა.

გუშინ, 20 ოქტომბერს სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ასევე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ბასილაშვილმა, თუმცა აღნიშნული ეპიზოდი დახურულ სხდომაზე მიმდინარეობდა.

ბასილაშვილის საქმეზე გამოძიება ძალადობის 5 ეპიზოდზე მიმდინარეობდა. თავდაპირველად ბასილაშვილს ბრალი ძალადობის მხოლოდ 1 ეპიზოდზე ჰქონდა წარდგენილი, ახლა კი მას ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...