მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

Published on

ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილს, ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ოთხ და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე აქვს ბრალი წარდგენილი. გუშინდელ პროცესზე დოროყაშვილის უფლებადამცველების ყურადღება ერთმა ფაქტმა მიიპყრო, როდესაც მათი თქმით სხდომათა დარბაზში შესვენების დროს სასამართლოს თანამშრომლებმა ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილთან ფოტოები გადაიღეს. ეს ქმედება მათ სასამართლოს სხდომაზეც გააპროტესტეს, თუმცა მოსამართლემ ამ ფაქტში პრობლემა ვერ დაინახა.

“ნელი დოროყაშვილმა არაერთხელ შეიყვანა სასამართლო შეცდომაში, უფრო სწორად, შეეცადა შეცდომაში შეყვანას. დავითვალეთ ათეულობით ტყუილი, რომელიც მან მიაწოდა საგამოძიებო ორგანოს და სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანომ აღნიშნულის შესახებ მისი მოსაზრებები გაიზიარა. მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო დაადგენს სრული მოცულობით გამამართლებელ განაჩენს, ვინაიდან, რეალურად ნიკოლოზ ბასილაშვილი, მიუხედავად მცდელობებისა, არაერთი მცდელობისა, არ წამოეგო ნელი დოროყაშვილის მიერ დაგებულ არაერთ პროვოკაციულ ქმედებას”, – თქვა ადვოკატმა ნათია გვაზავამ.

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედება ოჯახში ძალადობაში, მათ შორის, ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობის 4 ეპიზოდისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა.

სიახლეები

ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის პირობები 2027 წლიდან ეტაპობრივად გამკაცრდება

ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის პირობები 2027 წლიდან ეტაპობრივად გამკაცრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის...

აქციებზე დაკავებულების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24 საათიან აქციას მართავენ

"ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ 24-საათიანი აქცია გავმართოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“. სხვადასხვა ტიპის აქციები უკვე...

საია საერთაშორისო პრემია Right Livelihood-ის ლაურეატი გახდა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“...

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა...