მთავარისიახლეებისაზოგადოება10 ოქტომბრის შემდეგ, ოკუპანტებმა უკრაინის ენერგოსისტემას 300-მდე დარტყმა მიაყენეს

10 ოქტომბრის შემდეგ, ოკუპანტებმა უკრაინის ენერგოსისტემას 300-მდე დარტყმა მიაყენეს

Published on

10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ენერგოსისტემას 300-მდე დარტყმა მიაყენა, – ამის შესახებ ტელეეთერში, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა.

“გასული ორშაბათიდან დღემდე, ჩვენ უკვე გვქონდა სულ 300 დარტყმა ენერგოსისტემაზე: რაკეტები, არტილერია და დრონები, რა თქმა უნდა, მზადება მიმდინარეობს, თუ რა უნდა გავაკეთოთ ენერგოსისტემის დრამატული დაზიანების შემთხვევაში , რომლის აღდგენას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ახლა ვაკეთებთ. ამ შემთხვევაში, ეს არის მთელი მექანიზმი, რომელშიც ჩართული იქნება თითქმის ყველა სახელმწიფო ორგანო, ყველა სამხედრო ადმინისტრაცია ადგილზე და ეს მიეწოდება მოქალაქეებს, რათა მათ ნათლად იცოდნენ, რა უნდა გააკეთონ ამა თუ იმ სიტუაციაში”, – ამბობს გალუშჩენკო

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ელექტროენერგიის დაზოგვის კრიტიკულ მნიშვნელობაზე.

მისივე თქმით, მასიური დაბომბვის პირველ დღეებში უკრაინელებმა შეძლეს ელექტროენერგიის 10%-ით შემცირება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ამ დანაზოგის მინიმუმ 20%-მდე გაზრდა.

შეგახსენებთ, რუსეთის ძირითადი სამიზნე ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სწორედ ენერგეტიკული ობიექტებია, რომლებსაც ისინი ირანული დრონებით ესხმიან თავს.

სიახლეები

ამოვიღეთ 157 კგ ჰეროინი, გადატანას მარმარილოს ფილებით ცდილობდნენ-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამოღებულია 157 კილოგრამი ჰეროინი და დაკავებულია ირანის მოქალაქე, რომელსაც 20...

რუსეთი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში შესვლასთან დაკავშირებული რისკები აწონ-დაწონონ

თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, აწონ-დაწონონ შესაძლო რისკები,...

საპყრობილეში გადმოყვანის შემდეგ, სხეულზე გამონაყარი და კიდურების შეშუპება გამიჩნდა” – სააკაშვილი

ცემენტის ქარხნის გვერდით საპყრობილეში გადმოყვანის შემდეგ, სხეულზე გამონაყარი და კიდურების შეშუპება გამიჩნდა" - ამის...

ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ-ზელენსკი

აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში თქვა,...