მთავარისიახლეებისაზოგადოება„სისხლიანი ხელები გაქვთ“ – შვედ-ქართველი მომღერლის ემოციური კლიპი აფხაზეთისა და უკრაინის ომებზე...

„სისხლიანი ხელები გაქვთ“ – შვედ-ქართველი მომღერლის ემოციური კლიპი აფხაზეთისა და უკრაინის ომებზე (ვიდეო)

Published on

„სისხლიანი ხელები გაქვთ“ – ასე ჰქვია შვედ-ქართველი მომღერლისა და კომპოზიტორის, სადინა ჭანტურიას ახალი სიმღერას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს ეხება. სიმღერა, როგორც საბინა ამბობს, რამდენიმე წლის წინ დაწერა და მისი ინსპირაცია აფხაზეთის ომი გახდა.

„1990-იანი წლებში, აფხაზეთში მიმდინარე ომს პირდაპირი გავლენა ჰქონდა ჩემ ქართულ ოჯახზე. ამ სიმღერის შექმნაზე ასევე, იმოქმედა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმაც, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე. სიმღერაში აღწერილია ადამიანების ტანჯვა, ომისა და კონფლიქტების ის უმაღლესი საფასური, რომელსაც უბრალო მოქალაქეები იხდიან. კომპოზიცია ასევე, ეძღვნება ომამდელი მოგონებების ჩვენს გონებაში გაცოცხლებას. გადმოცემულია ემოცია, თუ რას ნიშნავს, დრო გადიოდეს და ცხოვრობდე ღია ჭრილობებით, გენატრებოდეს და გსურდეს დაბრუნდე ადგილებში, რომლებიც ახლა მხოლოდ მოგონებებში ცოცხლობენ. სიმღერა არის იმედზეც, უკან დაბრუნების იმედზე, იმ მიწაზე დაბრუნების იმედზე, რომელსაც ადრე სახლი ერქვა,“ – ამბობს საბინა.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელყუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...