მთავარისიახლეებისაზოგადოებავაკის პარკის საქმეზე დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს - ნაწილი ბრალს არ...

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს – ნაწილი ბრალს არ აღიარებს

Published on

ვაკის პარკის საქმეზე დაკვებული ცხრავე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ისინი ადვოკატებთან შეხვედრას ელოდებიან.

ადგილზე უკვე მივიდა გიორგი ვახტანგაშვილის უფლებადამცველი, ლაშა ცუცქირიძე, რომელმაც მოკლე კომენტარი გააკეთა.

“გიორგი ვახტანგაშვილი, მოგეხსენებათ, დააკავეს გუშინ საღამოს საათებში, მასთან მქონდა მხოლოდ რამდენიმეწუთიანი კომუნიკაცია და შესაბამისად, დეტალურად ვერანაირ საკითხს ვერ გავივლიდით, შესაბამისად, ვერ მოგახსენებთ მის პოზიციას. […] ერთადერთი რაც შემიძლია დაგიზუსტოთ, 30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა საგამოძიებო სამსახურში და დეტალურად მიაწოდა ყველა ინფორმაცია, რასაც იმ ეტაპზე ფლობდა”, – თქვა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა გარდაიცვალა. მასთან ერთად დაშავდა კიდევ ორი ბავშვი, რომლებიც კლინიკებიდან უკვე გაწერეს. სამი ბავშვი ვაკის პარკის ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა.

18 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 9 პირი, მათ შორის “გრინსერვის პლუსის” დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავა.

სიახლეები

პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე სახლების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში საქართველოს 3 მოქალაქე სახლების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს . პოლონური მედიის ცნობით,...

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებს მოიცავს

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებს მოიცავს, - ინფორმაციას გამოცემა...

ზუგდიდში მეზობელმა მეზობელი მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა - სისხლიანი ანგარიშსწორება დღეს დილით, სოფელ ოქტომბერში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა,...