მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთი სულ უფრო იზოლირებული ხდება და ის აგებს ომს - ბორელი

რუსეთი სულ უფრო იზოლირებული ხდება და ის აგებს ომს – ბორელი

Published on

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ რუსეთი ომს აგებს. ამის შესახებ მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბორელმა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

“ომის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მთელ მსოფლიოში გრძელდება. რუსეთი სულ უფრო და უფრო იზოლირებული ხდება, ეს გაეროში ბოლო დღეებში ვნახეთ. მორალურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისითაც კი რუსეთის ამ ომს აგებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა”, – თქვა ბორელმა.

მინისტრები დღეს უკრაინელი სამხედროებისთვის ახალი სასწავლო მისიის შექმნაზე იმსჯელებენ.

გარდა ამისა, როგორც ბორელმა აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე განიხილავენ ირანის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებს.

“ჩვენ განვიხილავთ ირანის ჩართულობის კონკრეტულ მტკიცებულებებს, რასაც თეირანი კატეგორიულად უარყოფს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

მაგრამ დღევანდელი სანქციები დაკავშირებული იქნება დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებთან”, – თქვა მან.

სიახლეები

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...

მაღალჩინოსნების მოადგილეები სახელფასო დანამატებს და პრემიებს მიიღებენ

ახალი კანონპროექტით, რომელიც პარლამენტის საიტზე უკვე დარეგისტრირდა, მაღალჩინოსნების მიადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს...