მთავარისიახლეებისაზოგადოება„საოცარი საქართველო- სამეგრელო ზემო-სვანეთი“- რომან თოლორდავას წიგნის პრეზენტაცია Mego-Bar-ში

„საოცარი საქართველო- სამეგრელო ზემო-სვანეთი“- რომან თოლორდავას წიგნის პრეზენტაცია Mego-Bar-ში

Published on

"საოცარი საქართველო. სამეგრელო ზემო-სვანეთი“. – ასე ქვია ცნობილი ფოტოხელოვანის რომან თოლორდავას ფოტოალბომს, რომელიც საუკეთესო საჩუქარია ყველასთვის, ვისაც, როგორც თავად ავტორი ამბობს,  ,,  საქართველო და მისი შემოქმედება უყვარს.''წიგნის პრეზენტაცია 
კაფე  მეგო-ბარში გაიმართა.რომან თოლორდავა პროფესიით ჟურნალისტია, ასევე გამოცდილი სპელეოლოგი.ალბომში შესულია ფოტოხელოვანის ოთხი წლის ნამუშევარი,  ბევრ მათგანს საზოგადოება იცნობს პუბლიკაციებიდან სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში და ინტერნეტმედიაში, ნაწილი კი პირველად ქვეყნდება. წიგნში აღბეჭდილია ახალი თვალით დანახული სამეგრელო., ის კუთხე-კუნჭული,  რომელიც, ზოგიერთი ადგილობრივის გარდა, თითქმის არავის უნახავს..თითოეული თავისი სილამაზით, განუმეორებლობითა და სრულყოფილებით აოცებს მნახველს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბუნება უბადლო შემოქმედია.ავტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალზე ყვება და ამ მხრივ არსებულ პრობლემებზეც საუბრობს, მისი თქმით, წიგნი, რომელშიც ნაჩვენებია წელიწადის 4-ივე დრო,  ერთგვარი გზამკვლევი გახდება როგორც მკითხველთა ფართო წრისთვის, ისე შესაბამისი პროფილის სპეციალისტებისა და ტურისტებისათვის.
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...