მთავარისიახლეებისაზოგადოებადაკითხულია 100-მდე პირი, დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა - შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

დაკითხულია 100-მდე პირი, დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

Published on

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და საქმეზე უკვე 100 პირია დაკითხული.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე კახა მურადაშვილმა განუცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, მომხდარ ფაქტზე შსს-ს მიერ დაწყებულია გამოძიება 240-e პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გამოძიების დაწყებისთანავე შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები, რომელშიც მონაწილეობას იღებდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები. დაიკითხა როგორც სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. დაიკითხნენ სკოლის პედაგოგები, მანდატურები და ყველა ის პირი, ვინც შეესწრო ან რაიმე ინფორმაციას ფლობდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაინიშნა ყველა საჭირო ექსპერტიზა. დაახლოებით ასამდე პირია დაკითხული ამ ეტაპზე. გამოძიება სწავლობს ყველა დოკუმენტაციას, რომელიც ამოღებულია შემსრულებელი კომპანიისა და თბილისის საქალაქო სამსახურიდან. ეს დოკუმენტაციაა საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია, მიღება-ჩაბარების აქტები, ექსპერტიზის დასკვნები და ასევე ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც შემხებლობაში არის აღნიშნული სამუშაოს წარმოებასთან თუ დაპროექტებასთან“, – განაცხადა კახა მურადაშვილმა.

სიახლეები

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...

„ამერიკა დაბრუნდება“- დემოკრატების ლიდერი ჰაქიმ ჯეფრისი

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატების ლიდერმა, ჰაქიმ ჯეფრისმა, პალატაში პარტიის გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას...