მთავარისიახლეებისაზოგადოება„მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს“ - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიული რეზოლუცია

„მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს“ – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიული რეზოლუცია

Published on

„მიხელ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უნდა გათავისუფლდეს“. – ამ სიტყვებით მიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ევროპელ ლიდერებს შვედმა დეპუტატმა, რომლის ინიციატივაც, საბოლოოდ რეზოლუციაში ჩაიწერა და მას მხარი 93 დეპუტატიდან 56-მა დაუჭირა.

27 წინააღმდეგ შორის კი საქართველოს სახელისუფლებო პარტიაა. გივი მიქანაძე წარმოადგენა „ქართულ ოცნებას“ ამ სხდომაზე და მან ხმა ამ ინიციატივის წინააღმდეგ მისცა.

შვედმა დეპუტატმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე და როგორც ყველაზე დიდი ოპონენტი ვლადიმერ პუტინის უნდა გათავისუფლდეს სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად.

მან მოუწოდა კოლეგებს სხდომაზე, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკიც იღებდა მონაწილეობას, რომ მხარი დაეჭირათ ამ ინიციატივისთვის, თუმცა „ოცნების“ წარდგენილმა წარმომადგენელმა ეს მოწოდება არ გაითვალისწინა.

მმართველი პარტიის მხარდაჭერა არც რეზოლუციიის მთლიან პროექტს აქვს, სადაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ არის გამოცხადებული.

„ძვირფასო კოლეგებო, ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის მაღალჩინოსანი. ის პუტინის ოპონენტია. ვფიქრობ, რომ ის იყოს მოხსენიებული ამ დოკუმენტში. სწორედ ამ კონტექსტში და ის და სხვა პოლიტპატიმრები გათავისუფლდეს. ნახეთ, რამდენი ადამიანი უჭერს ამას მხარს – ლიდერები პოლიტიკური ჯგუფებიდან, ლიდერები დელეგაციებიდან. მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ რეზოლუციაში ამ შესწორებას“. – თქვა შვედმა დეპუტატმა ბორიანა აბერგმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...