მთავარისიახლეებისაზოგადოებახვალ, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე უკრაინის დამცველთა დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება

ხვალ, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე უკრაინის დამცველთა დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება

Published on

ხვალ თბილისში უკრაინის დამცველთა დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება – ხვალ, 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება საზეიმო აქცია, სადაც პატივს მივაგებთ უკრაინის დამცველებს – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

“14 ოქტომბერი არის დღე, როდესაც უკრაინელები აღნიშნავენ ერთდროულად სამ დღესასწაულს: უკრაინის დამცველთა დღეს, უკრაინელი კაზაკების დღეს და ღვთისმშობლის შუამავლობის დღესასწაულს.

14 ოქტომბერს თბილისი შეუერთდება მსოფლიო კამპანიას #DefendingUkraine, სადაც საზეიმო აქცია გაიმართება, რომლის დროსაც პატივს მივაგებთ უკრაინის დამცველებს.

აქციის მონაწილეები თავისუფლების მონუმენტის ირგვლივ დადგებიან „დაცვის წრეში“, თითქოს იცავენ მონუმენტს – თავისუფლების, დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოს.

თითოეულ მონაწილეს შეუძლია ხელში ეჭიროს პლაკატი, რომელზეც აწერია: „როგორც ჩვენ ვიცავთ თავისუფლების ძეგლს, ისე მამაცი უკრაინის დამცველები და გმირები იცავენ ცივილიზებულ სამყაროს ტერორისტული რუსეთისგან ყოველდღე“.

ვიწვევთ უკრაინელებს და უკრაინის მეგობრებს შემოგვიერთდნენ ამ ღონისძიებაში. თან წამოიღეთ უკრაინის სიმბოლოები, დროშები, დახატეთ ფერადი პლაკატები.” აცხადებენ ორგანიზატორები.

სიახლეები

ტრამპი Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოებას მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა...

მოქალაქეებს სახლების და კოტეჯების აშენებას პირდებოდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,...

შსს – დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული...

ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებული ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ციხეს დღეს დატოვებენ

ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებული ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ციხეს დღეს დატოვებენ. ჟუანშერ ბურჭულაძის ყოფილ...