მთავარისიახლეებისაზოგადოებაკრემლი ისევ ამტკიცებს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს 2 მოქალაქე მონაწილეობდა

კრემლი ისევ ამტკიცებს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს 2 მოქალაქე მონაწილეობდა

Published on

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, ქერჩის ხიდზე აფეთქებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ოპერატიული თათბირი სიმფეროპოლში გამართა.

კრემლი ისევ ამტკიცებს, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტში რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

“დადგენილია 12 ფიზიკური პირი, რომელსაც კავშირი ჰქონდათ ამ ტერაქტთან. ესენია, რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები. ორგანიზატორი კი, უკრაინის სპეცსამსახურებია. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტვირთი ოდესიდან გაგზავნეს ბულგარეთში, ბულგარეთიდან საქართველოში. საქართველოდან სომხეთში საბაჟო დოკუმენტებით გასაფორმებლად, შემდეგ ისევ საქართველოში, ჩრდ. ოსეთის გავლით კი ის კრასნოდარში ჩავიდა და საიდანაც ყირიმში გაიგზავნა. ანუ აღარანაირი ეჭვი აღარაა, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტი, უკრაინის სპეცსამსახურების მიერაა მომზადებული”, – ამბობს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი.

შეგახსენებთ, კრემლმა 12 ოქტომბერს თქვა, რომ “ტერაქტის საქმეზე” დაკავებულია 8 პირი, მათგან რუსეთის 5, უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე, გამოვლენილია ტერაქტის მომზადების 12 თანამზრახველი, მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა. დასახელებულია მათი ვინაობაც – სანდრო ინასარიძე და ვინმე ლევანი. მოსკოვის მტკიცებით, აფეთქება უკრაინის დაზვერვის ხელმძვანელმა კირილ ბუდანოვმა დაგეგმა.

აფეთქებაში მონაწილეობა სომხეთმა, ბულგარეთმა და საქართველომ უარყო

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...