მთავარისიახლეებიმსოფლიოხერსონის ოლქში უკვე 75 სოფელია გათავისუფლებული - რა უნდა ვიცოდეთ დღის ბოლოს

ხერსონის ოლქში უკვე 75 სოფელია გათავისუფლებული – რა უნდა ვიცოდეთ დღის ბოლოს

Published on

ხერსონის ოლქში უკრაინელებმა უკვე 75 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს – ამის შესახებ საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა.

ამასთან, მხოლოდ 1 ოქტომბრიდან დღემდე, უკრაინის დროშა ხერსონის ოლქის 29 დასახლებულ პუნქტში აფრიალდა. ამ დღეებში გათავისუფლებული სოფლების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ნოვოვასილევკა, ნოვოგრიგორევკა,
ნოვა კამიანკა, ტრიფონოვკა, ჩერვონე, კრასნოე. 

სხვა, საინტერესო ამბები ფრონტიდან და უკრაინის არმიის მოქმედებების შესახებ – ის, რაც არ უნდა გამოგრჩეთ 12 ოქტომბრის ბოლოს:

12 ოქტომბერს, 18 წუთის განმავლობაში, სამხრეთის მიმართულებაზე, უკრაინელებმა მტრის 4 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რომლებიც თავიანთი დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერას ჰაერიდან ცდილობდნენ.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 90.000 სამხედრო დაკარგა, – ამ ცნობას “მედუზა” ФСБ-ს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც თქვა, რომ ამ რიცხვში შედიან დაღუპულები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები და დაჭრილები, რომლებიც ბრძოლის ველს, დიდი ალბათობით, ვერ დაუბრუნდებიან.

უკრაინის თავზე ცას ხურავენ – აშშ აცხადებს, რომ შეიარაღების მიწოდებისას პრიორიტეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები იქნება. 

ჰსთ სისტემების უკრაინისთვის სასწრაფო წესით მიწოდების საკითხი რუსეთის მხრიდან “სარაკეტო ტერორად” წოდებული მასირებული სეტევის შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რა დროსაც რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები ამოიღო მიზანში. მართალია, უკრაინაში “მოფრენილი” ფრთოსანი რაკეტების 50%-მდე არსებულა ჰსთ სისტემებმა გაანადგურა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ დროისთვის უკვე ცნობილია რამდენიმე ქვეყნის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ერმაკმა ესოდენ ოპტიმისტური განცხადება გააკეთა:

საფრანგეთი უკრაინას 3 ერთეულ LRU РСЗО (მოდერნიზებული M270).

გერმანია უახლოეს დღეებში გაუგზავნის თვითმავალ საარტილერიო მოწყობილობა Panzerhaubitze 2000 და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა Mars-2-ს.

კანადა უკრაინას 500 ათას ზამთრის სამხედრო ტანსაცმელს მიაწვდის, ასევე, საარტილერიო ჭურვებსა და კავშირის საშუალებებს.

ჰოლანდიისგან უკრაინა 15 მლნ. ევროს ღირებულების საზენიტო რაკეტებს მიიღებს.

ამასთან, აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მაქსიმალურად სწრაფად მიაწვდის. ამის შესახებ ოსტინმა ბრიუსელში, რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე ისაუბრა.

“თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს კიევს იმ სისწრაფით მივაწვდით, რამდენადაც  ფიზიკურად შესაძლებელი იქნება მათი უკრაინის ტერიტორიაზე ჩატანა. ეს არის მთავარი პრიორიტეტი, რაზეც ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ. ჩვენ ვაპირებთ მივაწოდოთ სისტემები, რომლითაც აშშ-ა აღჭურვილი, რომელიც გერმანიის მსგავსი ქვეყნებისთვისაა ხელმისაწვდომი.

ჩვენ ასევე ვეცდებით უკრაინას დამატებით აღჭურვილობაც მივაწოდოთ იმ სისტემებისთვის, რომლებსაც უკრაინული ძალები ახლა ბრძოლის ველზე იყენებენ”. – თქვა ოსტინმა.

10 000-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა დღეს დიდ ბრიტანეთში სამხედრო მომზადება დაასრულა და სამშობლოში, საომრად გამოემგზავრა. ეს უკვე მეორე ნაკადია, რომელიც უკრაინაში დიდი ბრიტანეთიდან ჩავა.

დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ 3 სამმართავი პუნქტი, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 10 ადგილი, საბრძოლო მასალების 4 საწყობი გაანადგურა, საცეცხლე განადგურების ზონაში მოხვდნენ ასევე მტრის ჰსთ და რადიოელექტრონული ბრძოლის სიტემებიც.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის სამხედრო ავიაციამ 27 დარტყმა განახორციელა. დადგენილია ოც ლოკაციაზე ოკუპანტთა ცოცხალი ძალისა და ჯავშანტექნიკის განადგურება, ასევე განადგურებულია 6 ერთეული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. უკრაინელმა მეზენიტეებმა მტრის 4 ვერტმფრენი და 10 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელმა მეომრებმა მოიგერიეს მტრის შემოტევები შემდეგ დასახლებულ პუნქტებთან: ნოვოსადოვო, ბახმუტი, ივანგრადი, სოლედარი, სპორნოე, მაიორსკი, კრასნოგოროვკა.

წინ ახალი დღეს და ახალი გამოწვევებია. ადევნეთ თვალი “ოდიშინიუსის” ვებგვერდსა და ტელეგრამ-არხს, სადაც სიახლეები ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად მოგეწოდებათ – დიდება საქართველოს, გამარჯვება უკრაინას!

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...