მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინაში დაღუპულ ედიშერ კვარაცხელიას დღეს, სავარაუდოდ, კიევში გადაასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ედიშერ კვარაცხელიას დღეს, სავარაუდოდ, კიევში გადაასვენებენ

Published on

უკრაინაში გმირულად დაღუპულ ედიშერ კვარაცხელიას დღეს, სავარაუდოდ კიევში ქართული ლეგიონის ბაზაზე გადაასვენებენ, რის შემდეგაც მეომარს სამშობლოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.

უკრაინაში ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, კვარაცხელიას ცხედარი დნეპრშია დასვენებული. ვლადიმერ პუტინის ომს ქართველი ჯარისკაცი, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ემსხვერპლა.

ედიშერ კვარაცხელია უკრაინაში პუტინის ომის დაწყების დღიდან ფრონტის ხაზზე იბრძოდა. ომის წინა ხაზიდან ქართველი მებრძოლები, უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ სიტუაცია დაძაბულია. მამუკა მამულაშვილი, “მთავარ არხთან” საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ვლადიმერ პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რისთვისაც უკრაინა უკვე ემზადება

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...