მთავარისიახლეებისაზოგადოებამთელი ცხოვრებით და მთელი ცხოვრება დავალებული ვიქნები თქვენს წინაშე - ნიკა გვარამიას...

მთელი ცხოვრებით და მთელი ცხოვრება დავალებული ვიქნები თქვენს წინაშე – ნიკა გვარამიას მიმართვა “მთავარი არხის” თანამშრომლებს

Published on

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, “მთავარი არხის” დაპატიმრებულმა გენერალურმა დირექტორმა, “მთავარი არხის” თანამშრომლებს მიმართა:

“პირველი რაც მინდა ვთქვა, არ მინდა, რომ სენტიმენტალური ვიყო. ძალიან მომენატრა ჩემი ოჯახი ბავშვები, 5 თვეა დაახლოებით და ეს ჩემი მთავარი განსაცდელია. მეორე ჩემი განსაცდელი, ბევრად ნაკლები ნამდვილად არ არის. ეს არის ჩემი არხი, ჩვენი არხი და სანამ მთავარის ოპერატორს და ჟურნალისტს ვხედავ ამ დარბაზში მანამდე ნამდვილად ბევრად უკეთ ვარ, ცუდად არ ვარ, მაგრამ ნამდვილად უკეთ ვარ, თუმცა აქვე მინდა ჩემებს ვუთხრა, რომ მათ არავისი არაფერი არ მართებთ და არც ჩემი მართ შორის და პირველ რიგში ალბათ ჩემი. მე სხვების სახელით არ ვილაპარაკებ, მე მმართებს მათი გაცილებით უფრო მეტი ვიდრე პირიქით. ამიტომ მე ვერანაირ მოწოდებებს ვერ გავაკეთებ თავისთავად ცხადია. მე შემიძლია ერთადერთი, მადლობა ვთქვა, გამოვხატო ის, რომ მთელი ცხოვრებით და მთელი ცხოვრება დავალებული ვიქნები თქვენს წინაშე, თუმცა კიდევ ერთხელ, ყოველგვარი მოწოდების გარეშე, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ თქვენ არავის წინაშე ვალში არ ხართ. ეს ნამდვილად ასეა და ჩემს წინაშე ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არა” თქვა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...