რუსმა ოკუპანტებმა კრივი რიჰზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. უკრაინულმა ავიაციამ ორი კამიკაძე-დრონის ჩამოგდება შეძლო. საუბარია ირანულ დრონებზე Shahed-136. ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
“ჩვენმა ავიაციამ გაანადგურა ორი კამიკაძე-დრონი კრივი რიჰში. ოკუპანტებმა დრონები ისევ კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით გაუშვეს”, – ამბობს რეზნიჩენკო.