მთავარისიახლეებიეკონომიკასოფლის მეურნეობის მინისტრმა ციტრუსის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ციტრუსის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

Published on

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ციტრუსის სეზონის დაწყების თაობაზე ისაუბრა.სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე წელს ციტრუსის სავარაუდო მოსავალი 100 ათას ტონაზე მეტი იქნება, რაც   40 პროცენტით აღემატება შარშანდელს. შესაბამისად სამინისტროს დაგეგმილი აქვს მხარდამჭერი ღონისძიებები, რომლებიც მოსახლეობას დაეხმარება მოსავლის  რეალიზაციაში. მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია, სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება. 

მინისტრის თქმით, "ნარინჯისფერი რთველის" ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ბათუმში სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობაში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება. 9.00-დან 21.00 საათამდე იმუშავებს ცხელი ხაზი.  

წელს ამ  პროცესში ჩაერთვება სამი-ოთხი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა. გაუმჯობესებულია ლოჯისტიკური მდგომარეობა. დამატებულია სატრანსპორტო საშუალებები, რის გამოც, ექსპორტი უფრო შეღავათიანი პირობებით იქნება შესაძლებელი. ქართული ციტრუსი ექსპორტზე უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, სომხეთში და აზერბაიჯანში გავა.

ხორციელდება სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი  (არასტანდარტული) მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები.  გასული წლის მსგავსად კომპანიები, რომლებიც ერთ კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდიან, 10 თეთრის ოდენობით სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ.  ამას გარდა, კომპანიებს აქვთ საშუალება აიღონ შეღავათიანი კრედიტები, კრედიტის   პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

სიახლეები

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...

გახარიას პარტიის შუამდგომლობა, ჩორჩანას საკითხზე ივანიშვილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნების მოწმედ დაბარებაზე, საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

"მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან...

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია მაჩადო დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 25 ოქტომბერს ქვეყანაში...

პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურის დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით...