მთავარისიახლეებიუკრაინადემოკრატიის გაკვეთილები მიხეილ სააკაშვილისაგან: უკრაინული რადას შენობის წინ დაწყებული სალექციო კურსი ...

დემოკრატიის გაკვეთილები მიხეილ სააკაშვილისაგან: უკრაინული რადას შენობის წინ დაწყებული სალექციო კურსი სულ უფრო ინტენსიური ხდება

Published on

„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მსურველებს უკრაინული რადას შენობის წინ სალექციო კურსზე დასასწრებად ეპატიჟება. იგი  საკუთარი facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წინ მდებარე კარვების ქალაქში დღეიდან ინტენსიური კურსი დაიწყება.
 
საკუთარ გამოცდილებას დამსწრეებს საქართველოს მესამე პრეზიდენტიც გაუზიარებს. მანამდე კი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი ქალაქ სმელაში იმყოფებოდა, სადაც საქალაქო საბჭოს დეპუტატებმა ქალაქის მერი თანამდებობიდან გადააყენეს.
 
ამის მიზეზი, ქალაქში გათბობის გამორთვა გახდა, რაც სააკაშვილის განმარტებით, კორუფციული გარიგების შედეგია.
 
„დღეს ქალაქ სმილადან ჩამოვედი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მერის სახალხო იმპიჩმენტი განვახორციელეთ. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოვექცეთ მოხელეებს, რომლებიც მოქალაქეებს ცუდად ეპყრობიან. პარასკევს კი, უმაღლესი რადას შენობის წინ საგანმანათლებლო ბანაკს გავხსნით, სადაც რამდენიმე დღიანი ინტენსიური კურსის განმავლობაში, პირადად მე და მოწვეული ექსპერტები, დამსწრეებს ახალი სახელმწიფოს მშენებლობის გამოცდილებას გავუზიარებთ," – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. .  

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...