მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინამ კურილის კუნძულები იაპონიის ტერიტორიად აღიარა

უკრაინამ კურილის კუნძულები იაპონიის ტერიტორიად აღიარა

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითა კურილის კუნძულებს იაპონიის ტერიტორიებად აღიარებს, რომლებიც “რუსეთის მიერაა ოკუპირებული”. საუბარია ოთხ კუნძულზე – იტურუპი, კუნაშირი, შიკოტანი და ჰაბომაი – რომელთა გამოც იაპონიასა და რუსეთს შორის მრავალწლიანი დავა მიმდინარეობს.

უმაღლესმა რადამ ხმების უმრავლესობით გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ზელენსკიმ კი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ანალოგიური ნაბიჯი გადადგას. მიღებულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტმა “სამართლიანი, იურიდიულად იდეალური, ისტორიული” უწოდა.

საბჭოთა კავშირმა სამხრეთ კურილის კუნძულები მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიიერთა. 1956 წელს სსრკ-მ იაპონიასთან მშვიდობის დეკლარაციას მოაწერა ხელი, რომლითაც დაჰპირდა შიკოტანისა და ჰაბომაის დაბრუნებას სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ. მომდევნო წლებში იაპონია ყველა კუნძულის დაბრუნებას მოითხოვდა, ხოლო 2003 წელს პირველად განაცხადეს, რომ კურილის კუნძულები “უკანონოდ ოკუპირებულია”. 2022 წლის მარტში რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებაზე იაპონიასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა.

სიახლეები

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...

პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას შპს "საგანმანათლებლო რესურსები" ავრცელებს. ამავე ცნობით, პირველ ეტაპზე...