მთავარისიახლეებიპოლიტიკაბალაკლეასთან ტყვედ ჩავარდნილი ოსი ბოევიკები დახმარებას ითხოვენ

ბალაკლეასთან ტყვედ ჩავარდნილი ოსი ბოევიკები დახმარებას ითხოვენ

Published on

ე.წ. სამხრეთო ოსეთისა ჩრდ.ოსეთის რეგიონებიდან, უკრაინაში, რუსეთის მხარეს საომრად წასული ოსი ბოევიკების ნაწილი ტყვედ ჩავარდა. ოსი ბოევიკები დახმარებას ჩრდ. ოსეთის რეგიონის ლიდერს სერგეი მენიაილოს თხოვენ, რომელსაც ვიდეომიმართვაც გაუგზავნეს. 

“ამ დროისთვის ჩვენ, როსგვარდიის” წარმომადგენლები, უკრაინელთა ტყვეობაში ვართ. თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს”, – ამბობენ ოსი ბოევიკები. 

ვიდეომიმართვას მაშინვე გამოეხმაურა სერგეი მენიაილო და განაცხადა, რომ ზომებს აუცილებლად მიიღებს. მისი თქმით, სიაში უკვე იყო შეტანილი რამდენიმე ოსი ბოევიკი, თუმცა 5 ოქტომბერს დაგეგმილი ტყვეთა გაცვლის პროცესი ჩაიშალა.

ჩვენებს არ მივატოვებთ! აუიცილებლად გამოგიხსნით!” – წერს მენიაილო.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ოკუპირებული დონეცკი ოს ბოევიკთა ნაწილმა დატოვა, მათ ბრძოლაზე არი თქვეს და შინ დაბრუნდნენ. ასევე მოიქცა აფხაზური ბატალიონის “პიატნაშკას” წევრთა ნაწილიც, მეთაურის ახრა ავიძბას ხელმძღვანელობით.

სიახლეები

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...

რუსული დეზინფორმაციის საფრთხე ქვეყანაში – MDF-ის კვლევა

როგორ ვრცელდება საქართველოში ყალბი და მანიპულაციური შინაარსის ინფორმაცია - მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მედიის...

“ჩვენი ქვეყნის იმიჯი მნიშვნელოვნად დაზიანდა” – კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

კორეაში საქართველოს ელჩი თარაშ პაპასქუა თანამდებობას ტოვებს - ამის შესახებ თარაშ პაპასქუა სოციალურ ქსელში...

იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან

მომავალი წლის იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან - 2026 წლიდან ძალაში შედის “ადმინისტრაციულ...