მთავარისიახლეებისაზოგადოებაქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ზუგდიდში დღეს ჩამოაბრძანეს

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ზუგდიდში დღეს ჩამოაბრძანეს

Published on

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ზუგდიდში დღეს  ჩამოაბრძანეს, რომელიც  ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დააბრძანეს. მორწმუნეებს მისი მოლოცვის საშუალება ოთხი დღის განმავლობაში ექნებათ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მთელს საქართველოში მოგზაურობს.გოაში მდებარე ქრისტიანული ტაძარის ნანგრევებში ქეთევან წამებულის სხეულის ნაწილებს არქეოლოგები 2000 წლიდან ეძებდნენ. ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ, დაგრასის მონასტერში სიწმინდეს მიაკვლიეს. წმ. ავგუსტინეს კომპლექსის ნანგრევებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მიხედვით დადგინდა, რომ გოაში აღმოჩენილი წმინდა ნაწილები ქართველ დედოფალს – ქეთევან წამებულს ეკუთვნოდა.კახეთის დედოფალი ქეთევანი 1613 წელს შაჰ-აბასის ლაშქრობის დროს ტყვედ აიყვანეს.დედოფალმა სარწმუნოების შეცვლაზე უარი თქვა, რის გამოც 1624 წელს ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს. ისტორიული წყაროების თანახმად, პორტუგალიელმა მისიონერებმა დედოფლის ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით, მისიონერებმა ქეთევან წამებულის სხეული საქართველოში ჩამოაბრძანეს. ნეშტი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა. ოსმალებისა და ლეკების შემოსევების შემდეგ კი დაიკარგა.
 

სიახლეები

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...

დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, წელს პირველად სკოლის მოსწავლეების ნაწილი ვალდებულები ხდებიან, სასკოლო ფორმები ატარონ

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ცნობილია, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში...