მთავარისიახლეებითანამშრომლობდა სუსთან, აწვდიდა ინფორმაციებს - თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ფარცვანია, პარტიიდან გარიცხეს

თანამშრომლობდა სუსთან, აწვდიდა ინფორმაციებს – თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ფარცვანია, პარტიიდან გარიცხეს

Published on

გახარიას პარტიის წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, დავით ფარცვანია, პარტიიდან გარიცხეს. ამის შესახენ ინფორმაცია ცნობილი პრტიის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,თბილისი საქართველოსთვის” თავმჯდომარის, ზაზა თავაძის, განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ დავით ფარცვანია შემჩნეულ იქნა ხელისუფლებასა და უსაფრთხოების სამსახურთან ფარულ თანამშრომლობაში.

დღეს პარტიის გადაწყვეტილებით სუსის და ,,ქართული ოცნების” მიერ მოსყიდული და გადაბირებული ჩვენი წევრი, დავით ფარცვანია, გარიცხულია პარტიის რიგებიდან.

ჩვენი ინფორმაციით, ,,ოცნების” მხრიდან სულ რაღაც 20 ათასი დოლარის სანაცვლოდ და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების გამო პარტია ,,საქართველოსათვის” საკრებულოს წევრმა, დავით ფარცვანიამ, ფრაქცია დატოვა.

ნიშანდობლივია, რომ ფარცვანია შემჩნეულია სუსთან და ხელისუფლებასთან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში, ინფორმაციისა და ჩანაწერების მიწოდებაში.

,,ოცნება” აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას ჩვენი პარტიის წინააღმდეგ, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში – განაცხადა ზაზა თავაძემ.

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...