მთავარისიახლეებიოქტომბრიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ევროკავშირის სამოქალაქო მისია განთავსდება

ოქტომბრიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ევროკავშირის სამოქალაქო მისია განთავსდება

Published on

ევროპული საბჭოს ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ევროკავშირის სამოქალაქო მისია განთავსდება. მისია ოქტომბერში დაიწყება და მაქსიმუმ 2 თვე გაგრძელდება.

6 ოქტომბერს პრაღაში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოწვევით ერთმანეთს სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შეხვდნენ.

ოთხმხრივი შეხვედრის შედეგად, ევროპული საბჭოს ცნობით, სომხეთი დათანხმდა ევროკავშირის სამოქალაქო მისიას აზერბაიჯანის საზღვართან, აზერბაიჯანი კი დათანხმდა ამ მისიასთან თანამშრომლობას.

საბჭოს ცნობით, სასაზღვრო კომისიის მორიგი შეხვედრა ბრიუსელში ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.

„ამ მისიის მიზანი ნდობის აშენება და მისი ანგარიშებით სასაზღვრო კომისიებში წვლილის შეტანაა“ – წერია ევროპული საბჭოს განცხადებაში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ცნობით, შეხვედრის მიზანი კავკასიის რეგიონში განგრძობადი მშვიდობის დამყარება იყო და ამ შეხვედრაზე სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს გაეროს დეკლარაციისადმი ერთგულება.

„კავკასიაში განგრძობადი მშვიდობისთვის. სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს მათი ერთგულება გაეროს ქარტიისადმი და 1991 წლის Alma-Ata დეკლარაციისადმი, რომლის მიხედვითაც ისინი აღიარებენ ერთმანეთის სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...