მთავარისიახლეებიმსოფლიორა ხდებოდა სვატოვო-კრემენნას მიმართულებაზე დღის განმავლობაში: მოკლე ანალიზი

რა ხდებოდა სვატოვო-კრემენნას მიმართულებაზე დღის განმავლობაში: მოკლე ანალიზი

Published on

უკრაინულმა შენაერთებმა დღეს რამდენჯერმე სცადეს სვატოვო-კრემენნას (კრემენნაია) მიმართულებაზე შტურმი, მაგრამ რუსულმა შენაეერთებმა ყველა შეტევა მოიგერიეს. რუსეთის მხრიდან ძალიან აქტიურადაა საქმეში ჩართული სამხედრო ავიაცია.

რუსული მხარის თავგანწირული დაცვა გასაკვირი არცაა და მოსალოდნელიც იყო, რადგან ოლგინოდან და ოლგინოს ჩრდილო-დასავლეთიდან რუსი ოკუპანტების უკანდახევა ორი მიზნითაა განპირობებული:

ა. ამით მათ ალყის საშიშროება გააუვნებელჰყვეს და ბ. სვატოვოს გარშემო ამ ქალაქის დასაცავად გამაგრდნენ. ამ დროისთვის აქტიური საომარი მოქმედებები ამ მიმართულებაზე შეჩერებულია, შეტაკებები დილიდან განახლდება.

ბოლოს კი გეტყვით, რომ ოქტომბრის მხოლოდ 6 დღის განმავლობაში უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში 29 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა ოკუპაციისგან.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...