მთავარისიახლეებიპოლიტიკაგუგავა არ მოვა. მოვიდნენ ქურდები და ქურდების ძენი - შალვა ნათელაშვილი

გუგავა არ მოვა. მოვიდნენ ქურდები და ქურდების ძენი – შალვა ნათელაშვილი

Published on

„თბილისში საკრებულოს თავმჯდომარედ მოვიდა ქურდის შვილი, მერად ქურდი და საკრებულოს თავმჯდომარედ ქურდის შვილი. გუგავების გვარზე ივანიშვილის მიერ გენოციდი დაიწყო,“- ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
 
მან დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად აღნიშნა, რომ 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და ამის წინააღმდეგ ლეიბორისტული პარტია ბრძოლას გააგრძელებს.
 
„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ივანიშვილი და ბანკირთა ხროვა საბრალდებო სკამზე მოხვდეს. რეჟიმის მიზანი იყო, ადგილობრივ პარლამენტებში სიმართლის მთქმელი ლეიბორისტული პარტიის დეპუტაცია არ შეეშვა, სამაგიეროდ, თბილისში გუგავას მაგივრად მოვიდა კალაძე და შესაბამისად მოვიდა გაუფასურებული ლარი და გაძვირებული ტარიფები და ეს პროცესები გაგრძელდება,“- აღნიშნა ნათელაშვილმა.

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...