მთავარისიახლეებისაზოგადოებაძარცვა ჰოლივუდური სცენარით - საქართველოს ბანკიდან 10 მილიონი ლარი გაიტაცეს.

ძარცვა ჰოლივუდური სცენარით – საქართველოს ბანკიდან 10 მილიონი ლარი გაიტაცეს.

Published on

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 24 ოქტომბერს, გვიან საღამოს "საქართველოს ბანკის" თავისუფლების მოდანზე მდებარე ფილიალიდან უცნობმა პირებმა  10 000 000 ლარამდე თანხა გაიტაცეს და  ლარსის საკონტროლო – გამშვები პუნქტის გავლით   საქართველოს საზღვრებს გარეთ გაიტანეს.  .

საცარაუდოდ ინკასაციის მანქანა, რითაც „საქართველოს ბანკის“ თავისუფლების მოედნის ფილიალიდან თანხა გაიტანეს, ძარცვის ობიექტი გახდა, ხოლო ინკასატორები, სავარაუდოდ, მიიმალნენ. ინკასაციის მანქანა ჯერ რადარებიდან გაქრა, რის გამოც განგაში საქართველოს ბანკის ხელმძღვანელობამ ატეხა, შემდეგ კი პოლიციამ მიტოვებული, ჩუღურეთის რაიონში იპოვა.

ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე წინასწარი შეთანხმების შედეგად, ფულით სავსე ხელჩანთებით დატვირთული პირები კონტროლის გარეშე გაატარეს. ერთ-ერთი ინკასატორი, რომელსაც ვერ პოულობენ, ცვლის უფროსია და მან თანამზრახველებთან ერთად საქართველოს საზღვრები უკვე დატოვა.

შსს- ს მიერ ოფიციალური განცხადება ამ ფაქტზე ამ დრომდე არ გაკეთებულა.

 


 

სიახლეები

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...

გახარიას პარტიის შუამდგომლობა, ჩორჩანას საკითხზე ივანიშვილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნების მოწმედ დაბარებაზე, საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

"მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან...

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია მაჩადო დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 25 ოქტომბერს ქვეყანაში...

პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურის დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით...