მთავარისიახლეებიმსოფლიოჩვენ არ ვისაუბრებთ უკრაინაზე უკრაინის გარეშე - თეთრი სახლი ილონ მასკს გამოეხმაურა

ჩვენ არ ვისაუბრებთ უკრაინაზე უკრაინის გარეშე – თეთრი სახლი ილონ მასკს გამოეხმაურა

Published on

თეთრი სახლი გამოეხმაურა ილონ მასკის წინადადებას უკრაინაში „ომის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ“, ასევე, მოგვიანებით მის მიერვე შეთავაზებული “ყირიმის მოსახლეობის მიერ რეფერენდუმზე გარკვევით, იყოს თუ არა ნახევარკუნძული რუსეთის შემადგენლობაში. 

„ჩვენ არ ვისაუბრებთ უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ჩვენ უკრაინელთა გვერდით ვდგავართ, რადგან ისინი თავიანთი სუვერენიტეტისთვის იბრძვიან“ – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან პიერმა.

ილონ მასკს უკრაინის პრეზიდენტმაც უპასუხა: მასკის ტვიტიდან სულ ცოტა ხანში, “ტვიტერზე” ზელენსკიმ ახალი გამოკითხვა დააორგანიზა, სადაც იკითხა, რომელი ილონ მასკი იყო უფრო მოსაწონი – უკრაინის თუ რუსეთის მხარდამჭერი. 

ილონ მასკის უჩვეულო სახეცვლილებას დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერიც გამოეხმაურა:

“რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება არ უნდა მოიცავდეს კომპრომისებს უკრაინის ტერიტორიების სანაცვლოდ „ – თქვა ლიზ ტრასიმ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ასევე,  განაცხადა, რომ დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში. მან აღნიშნა, რომ უკრაინის არც ერთი ტერიტორია არ უნდა დაუთმონ რუსეთს.

 „ჩვენ არ უნდა დავნებდეთ მათ ვისაც სურს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება უკრაინის ტერიტორიების ვაჭრობით. ისინი ილუზორული მშვიდობისთვის უკრაინელების სიცოცხლით ვაჭრობას გვთავაზობენ. ჩვენ ვიდგებით უკრაინელი მეგობრების გვერდით, არ ააქვს მნიშვნელობა თუ რამდენი ხანი დასჭირდება ამას“

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...