მთავარისიახლეებისაზოგადოებაშიმშილობა მისთვის დამღუპველი იქნება - ამერიკელი ადვოკატი სააკაშვილზე

შიმშილობა მისთვის დამღუპველი იქნება – ამერიკელი ადვოკატი სააკაშვილზე

Published on

მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტების და საკვების მიღებაზე უარს ამბობს.

ამერიკელი ადვოკატი, მასიმო დანჯელო, კი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტისთვის მიუღებელი იყო გუშინდელი პალატაში შევარდნის ინციდენტი და სწორედ ამიტომ დაიწყო შიმშილობა.

თუმცა, ამერიკელი ადვოკატი იმასაც აღნიშნავს, რომ შიმშილობა სააკაშვილს შესაძლოა, სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

ჩვენ ვიცით, რომ ბატონი სააკაშვილი არ იღებს საკვებს, მიუტანეს, მაგრამ არ მიუღია. გუშინ მომხდარი ინციდენტი, როდესაც პროკურორები და მოსამართლე შევიდნენ მის ოთახში, მისთვის მიუღებელია, ამიტომ მიიღო პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება.

ექიმები შიშობენ, რომ სააკაშვილმა შესაძლოა, ისევ გამოაცხადოს შიმშილობა, რადგან ეჭვი აქვთ, რომ ამ შემთხვევაში დიდხანს ვერ გაძლებს და დაიღუპება”. – აცხადებს ამერიკელი ადვოკატი მასიმო დანჯელო.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის ეტაპზე 20 კილოგრამი დაიკლო და ამ დრომდე უჭირს გადაადგილება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე “ტვ პირველთან” ამბობს, რომ სააკაშვილი წამლებისა და საკვების მიღებაზე უარს ამბობს.

სიახლეები

ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი – ტრამპი

"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა ჩრდილოეთ კორეას კი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ...

პენტაგონმა Raytheon-ს რაკეტებისთვის $20.7 მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა

პენტაგონმა Raytheon-ს რაკეტებისთვის $20.7 მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა.ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ პენტაგონმა კომპანია...

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...