მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯაფარიძე და მისი ოჯახი 11 კომპანიის მეწილეა, სახელმწიფო შესყიდვებიდან 7 775 565...

ჯაფარიძე და მისი ოჯახი 11 კომპანიის მეწილეა, სახელმწიფო შესყიდვებიდან 7 775 565 ლარი მიიღეს – TI

Published on

დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში, მათ შორის ორ სასტუმროს – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობის” მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.

“ოცნების” ე.წ. განდგომილი დეპუტატი 2022 წლის 4 ოქტომბერს მმართველი პარტიიდან გავიდა და შეუერთდა დეპუტატთა იმ ჯგუფს, რომელმაც მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს. ამავე დღეს მან ტელეკომპანია “პოსტვ-ის” 52% წილი 520 000 ლარად იყიდა.

ორგანიზაციის ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7 775 565 ლარი მიიღეს. ვიქტორ ჯაფარიძე, მისი მეუღლე ნათია ხვისტანი და ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორები მსხვილი შემწირველებიც არიან. მათ ჯამში 533,000 ლარი გაიღეს – „ქართულ ოცნებას“ 468,000 ლარი, პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს კი 65,000 ლარი შესწირეს.

“ვიქტორ ჯაფარიძის არაერთი ნათესავია დასაქმებული საჯარო სამსახურში. მათ შორის:

ეკატერინე ჯაფარიძე, ვიქტორ ჯაფარიძის შვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელი
ნელი ნავერიანი, მესტიის მერის მოადგილე – ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილის მეუღლე
მაიზერ ჯაფარიძე, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე – ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილი
სოფიო ჩხვიმიანი, მესტიის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი – ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილის, მურთაზ ჯაფარიძის მეუღლე
ზაზა ფალიანი, მესტიის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე – ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილის შვილი, მაიზერ ჯაფარიძის დისშვილი
თენგიზ ჩართოლანი, მესტიის მუნიციპალიტეტის შპს “მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანების” დირექტორი – ვიქტორ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორის, ოთარ ჩართოლანის ძმა
ჩვენი ინფორმაციით, ოთარ ჯაფარიძე, ვიქტორ ჯაფარიძის შვილი, 2022 წლის მაისამდე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რის შემდეგაც დასაქმდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში”- წერს TI.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, ვიქტორ ჯაფარიძის საქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან თუ დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით. TI მოუწდოებს:

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესი და დაადგინონ, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს;

საჯარო სამსახურის ბიუროს, საგანგებოდ შეამოწმოს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული მონაცემები და არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონით დადგენილი ნორმებით”.

ვრცლად პარლამენტის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ეკონომიკურ ინტერესებზე

https://transparency.ge/ge/post/sakartvelos-parlamentis-cevris-viktor-japarizis-ekonomikuri-interesebi?fbclid=IwAR2Ag7XjdXfg5ENiGHJh724gwE2AlLh-uU9ioQIexgWJxYCl2MO9Ewn-IM0#.Yz0480-1CgM.facebook

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...