მთავარისიახლეებისაზოგადოებაისინი არ მუშაობენ კონკრეტული მთავრობისთვის - დეგნანი სამოქალაქო სექტორზე

ისინი არ მუშაობენ კონკრეტული მთავრობისთვის – დეგნანი სამოქალაქო სექტორზე

Published on

შეიძლება მათგან წამოსული კრიტიკა იყოს არაკომფორტული, თუმცა ისინი არ არიან იმისთვის, რომ იმუშაონ კონკრეტული მთავრობისთვის, ან პარტიისთვის – აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი სამოქალაქო სექტორზე თავდასხმების შესახებ საუბრისას.

კელი დეგნანი დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც USAID-ის მისიის ახალ დირექტორთან ჯონ პენელთან ერთად, თავმჯდომარე პაპუაშვილს შეხვდა. დიპლომატის თქმით, გაცვალეს მოსაზრებები, რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოებას და განვითარების ორგანიზაციებს ნებისმიერი მთავრობისთვის, განსაკუთრებით საქართველოში.

“ჩვენთვის მოულოდნელი იყო ის თავდასხმები სამოქალაქო სექტორზე იმიტომ რომ პარლამენტის ბევრი წევრი, იქამდე მუშაობდა სამოქალაქო სექტორში და მათ იციან, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის ამ ორგანიზაციებს. ხშირად, შეიძლება მათგან წამოსული კრიტიკა იყოს არაკომფორტული, თუმცა ისინი არ არიან იმისთვის, რომ იმუშაონ კონკრეტული მთავრობისთვის, ან პარტიისთვის. მათი მთავარი მოვალეობაა დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. მე ვთლი, რომ საქართველოს გაუმართლა, რომ ბევრი ასეთი ორგანიზაცია არსებობს, რომელიც წლების მანძილზე მუშაობს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. ” თქვა დეგნანმა.

აშშ-ს ელჩი გამოეხმაურა ოცნებიდან ფორმალურად წასული “ხალხის ძალის” მუდმივ ანტიდასავლურ და ანტიევროპულ რიტორიკას და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია დამაბნეველია

“მე არ მსურს კომენტარი გავაკეთო საქართველოს შიდაპოლიტიკურ ამბებზე, საზოგადოება ალბათ თავად ხედავს რა ხდება, თუმცა ერთის მხრივ, ხელისუფლების დამოკიდებულება არის დამაბნეველი. გვესმის მესიჯები, რომელიც ეთანხმება გარკვეულწილად ამას, მეორეს მხრივ, პრემიერმინისტრი და სხვანი გამოთქვამენ სურვილს გაძლიერდეს პარტნიორობა აშშ-სთან.

მე ყოველთვის მსურს ფაქტებით ვისაუბრო. ვიცით, რომ ბევრი დეზინფორმაციაა ჩვენს გარშემო. სიმართლე ის არის, რომ აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთგულად უჭრეს მხარს და ეხმარება საქართველოს განვითარებაში, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით როგორიცაა ეკონომიკა, სუვერენიტეტი, დემოკრატია” თქვა კელი დეგნანმა.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორებისა და აშშ-ს ფინანსური დახმარებები, რომლებიც საქართველოს პანდემიის დროს, ასევე უკრაინაში ომის ფონზე გამოწვეული კრიზისისას აღმოუჩინეს.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...