მთავარისიახლეებიმსოფლიოპუტინმა ხელი მოაწერა კანონებს უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შესახებ

პუტინმა ხელი მოაწერა კანონებს უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შესახებ

Published on

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ანექსიას.

რუსული სახელმწიფო მედია Tass იუწყება, რომ დოკუმენტები უკვე გამოქვეყნდა.

“ფედერაციის ახალი სუბიექტების საზღვრები, როგორც ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, განისაზღვრება იმ საზღვრებით, რომლებიც „არსებობდა რუსეთის ფედერაციაში მათი ფორმირებისა და მიღების დღეს“. ახალი რეგიონების ხელმძღვანელების არჩევამდე, რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, მათ უხელმძღვანელებენ პუტინის მიერ დანიშნული დროებითი მოვალეობის შემსრულებელი”, – წერია დოკუმენტში.

ცნობისთვის, 30 სექტემბერს პუტინმა კრემლში ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რუსეთთან შეერთების შესახებ. მან თქვა, რომ რუსეთს “ოთხი ახალი რეგიონი აქვს”. ოკუპანტი ქვეყანა ამტკიცებს, რომ ეს ხალხის არჩევანი, რომლებიც ე.წ. რეფერენდუმებზე გამოვლინდა.

დასავლეთი და ცივილიზებული სამყრო რეფერენდუმებს და მის შედეგებს არ აღიარებს, შესაბამისად, გმობს უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...