მთავარისიახლეებიმსოფლიომორავეცკი: ეს მთელი რუსეთის ომია და არა მხოლოდ პუტინის

მორავეცკი: ეს მთელი რუსეთის ომია და არა მხოლოდ პუტინის

Published on

უკრაინის წინააღმდეგ აგრესია არა მხოლოდ პუტინის, არამედ მთელი რუსეთის ომია – ამ სიტყვებით მიმართა პოლონეთის პრემიერმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმს, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიტიკოსები ესწრებიან.

მატეუშ მორავეცკიმ ემოციურ მიმართვაში თქვა,რომ თანამედროვე რუსეთმა მეოცე საუკუნის ყველაზე საშინელი დემონები: კოლონიალიზმი, იმპერიალიზმი და ნაციონალიზმი გააღვიძა რის გამოც პასუხი უნდა აგოს.

“უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მთელი რუსეთის ომია და არა პუტინის ომი. თანამედროვე რუსეთმა მეოცე საუკუნის ყველაზე საშინელი დემონები გააღვიძა – კოლონიალიზმი, იმპერიალიზმი და ნაციონალიზმი. ჩვენ გვეგონა, რომ ყველა ეს დემონი ბნელ წარსულში დარჩა, მაგრამ ისინი დაბრუნდნენ, კრემლი მათ რუსულ საზოგადოებაში პროპაგანდის იარაღად იყენებს. სამწუხაროდ, “რუსული სამყაროს” იდეოლოგია ძალიან ცოცხალია რუსეთში. დასავლეთში, ბევრს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, როგორც პუტინის ომის დანახვა სურს, თუმცა ეს “მთელი რუსეთის ომია”. რუსეთი უნდა შეიცვალოს, რათა მომავალში მეზობლებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს”, – თქვა მან.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...