მთავარისიახლეებიპოლიტიკანეკრესის ეპარქიის წინამძღოლის განცხადებიდან ირკვევა, რომ მღვდლები ხშირად დაფრინავენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით,...

ნეკრესის ეპარქიის წინამძღოლის განცხადებიდან ირკვევა, რომ მღვდლები ხშირად დაფრინავენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, მიზეზი საზღვრების დალოცვაა.

Published on

ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირებმა კახეთის სკოლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიდან კანფეტები გადმოყარეს. სკოლებში განმარტეს, რომ მღვდლებმა მოსწავლეები და მასწავლებლები დალოცეს.ვერტმფრენში, საიდანაც სოფლების – შილდის, გრემის, ალმატის, საბუესა და ენისელის სკოლები ტკბილეული გადმოყარეს, მამა იოანე და მამა მარკოზი იმყოფებოდნენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის შემოწმება დაიწყო და ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსს უფლებამოსილება შეუწყდა.მამა იოანემ საინფორმაციო სააგენტო „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ აქციის შესახებ ინფორმირებული იყო ძალოვანი უწყება, მათ შორის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ხუციშვილი.ნეკრესის ეპარქიის წინამძღოლის განცხადებიდან ირკვევა, რომ მღვდლები ხშირად დაფრინავენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, მიზეზი საზღვრების დალოცვაა.ილია მეორის მდივანი ამბობს, რომ ყვარლის სკოლების კანფეტებით დალოცვის აქცია, ნეკრესის ეპარქიას საპატრიარქოსთან არ შეუთანხმებია.

სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტო: ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამიდან 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე...

მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება

შაბათ-კვირას დაფიქსირებული მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება. პრემიერმინისტრ სებასტიან ლეკორნუს...

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ: 💬 "ისევ...

TI-ვახო სანაია ისჯება ივანიშვილისა და „ოცნების“ რეჟიმის მხილების გამო! “

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას. "ვახო სანაია...