მთავარისიახლეებიმსოფლიორუსული შენაერთები სვატოვო-კრემენნაიას ფრონტს ვერ შეინარჩუნებენ - ანალიზი

რუსული შენაერთები სვატოვო-კრემენნაიას ფრონტს ვერ შეინარჩუნებენ – ანალიზი

Published on

რუსული პროპაგანდისტული არხების ანალიზის მიხედვითაც კი, სვატოვოკრემენნაიას ფრონტი ჩამოსაშლელადაა განწირული. ლიმანის აღებისა და მდინარე ჟერებეცის მარცხენა ნაპირის დაკარგვის შემდეგ რუსულმა დანაყოფებმა კრემენესკენ (კრემენნაია) უკან დაიხიეს.

სწორედ იქ ამაგრებენ ახლა ახალ პოზიციებს, სადაც აპირებენ უკრაინელთა შეტევების შეჩერებას.  უკრაინელები აგრძელებენ დამატებითი ძალების გადასროლას ლიმანში, ტორსკოესა და ტერნში, ამავე დროს, შემტევი შენაერთების გადაჯგუფებას ახდენენ.  სწორედ სოფელი ტერნი გადაიქცა უკრაინული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების “ბაზად”, საიდანაც ისინი სვატოვოკრემენნაიას გზაზე გადიან და მოქმედებენ, რის გამოც ამ ორ დასახლებულ პუნქტში მდებარე რუს სამხედროებს შორის საგზაო კავშირი არ არის.

კრემენნაიასგან ჩრდილოეთით ფრონტის ხაზი არ არის დაბალანსებული და მოძრაობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა აიღეს მაკეევკა და რაიგოროდკის მიმართულებით მიდიან წინ.

უკრაინელების შენაერთები კუპიანსკის მხრიდანაც მოძრაობენ და ორლიანკაკისლოვკის სიმაღლეებზე რუსულ პოზიციებს უტევენ.  კიდევ ერთ, ტავოლჟანსკის მონაკვეთზე უკრაინელები ასევე დამატებით ძალებს გზავნიან გრიანიკოვკისა და მასიუტოვკის შემოგარენში, რათა რუსულ პოზიციებს განმეორებით შეუტიონ.

რუსული შენაერთები განდევნილია ბოროვოდან, პოდლიმანიდან და შიიკოვკიდან, რუსული მხარე ამას იმით ხსნის, რომ შენაერთები სვატოვოს დასაცავად მოიხსნენ ამ პოზიციებიდან.  დასკვნა: რუსული შენაერთები განაგრძობენ იძულებით უკანდახევას მდინარე ოსკოლის ნაპირებიდან და კონცენტრირდებიან სვატოვოსთან, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში მდინარე ოსკოლის მარცხენა ნაპირი მთლიანად ZSU-ს მტკიცე კონტროლქვეშ აღმოჩნდება.

ბუნებრივი დაბრკოლების (მდ. ოსკოლი) არარსებობის პირობებში სვატოვოკრემენნაიას ფრონტის მონაკვეთის შენარჩუნებას რუსული შენაერთები ვერ შეძლებენ, მით უმეტეს, რომ უკრაინული დანაყოფები მათ რაოდენობითაც და ხარისხითაც აღემატებიან.

სიახლეები

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...

ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესის დასაგეგმად ექიმების კონსილიუმი შეიკრიბება

ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესში შესაძლოა უცხოელი ექიმებიც ჩაერთონ - ამის შესახებ "პირველებთან" კოალიცია “ცვლილებისთვის“...

სასკოლო წიგნების ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი-მიქანაძე

კონცეფცია იცვლება, ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი. მოგიყვანთ მარტივ მაგალითს, ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ქართული...