მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ნობელიანტ ექსპერტს ხვდებიან

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ნობელიანტ ექსპერტს ხვდებიან

Published on

საქართველოს ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ჩამოსულიყო პაციენტის მოსანახულებლად. ჯანდაცვის მინისტრს უნდა რცხვენოდეს, რომ მას შემოსვლის ნებართვას არ აძლევენ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი, მასიმო დი ანჯელო, რომელიც ეხმაურება უცხოელი სპეციალისტისთვის, ჯეიმს კობის საქართველოს მესამე პრეზიდენტთან არშეშვებას.

ჯანდაცვის მინისტრი აზარაშვილი ნობელის პრემიის ლაურეატს, კვალიფიკაციას უწუნებს. მისი თქმით, კობის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილი არ იყო იმისთვის, რომ ვივა მედში შეეშვათ.

ამ წუთებში კობს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები სასტუმრო “თბილის მერიოტში” ხვდებიან. უფლებადამცველები სახალხო დამცველს მიმართავენ ჩაერთოს საკითხში, რომ ჩაერთოს საქმეში და მესამე პრეზიდენტთან უცხოელი ექსპერტი შეუშვან.

შეხვედრას ესწრება “ემპათიას” დამფუძნებელი მარიამ ჯიშკარიანი. ემპათიამ ცოტა ხმის წინ გაავრცელა სპეციალური მიმართვა, რომლის ადრესატიც ჯანდაცვის სამინისტროა. მიმართვა სახალხო დამცველის აპარატსაც გადაეგზავნა:

“ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მივმართეთ რეგულირების სააგენტოს და რეაგირებისათვის გადავუგზავნეთ პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო უწყებას , ვისაც კი რაიმე შეხება შეიძლება ჰქონდეს. ასევე გავაგზავნეთ ამერიკის საელჩოში და ევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოში. ეს არის გაუგონარი ამბავი, პრაქტიკულად ყველა დოკუმენტი არსი წარდგენილი ბატონი კობის ექსპერტობის ამსახველი. იგი გახლავთ ორთოპედ-ქირურგი და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის დოკუმენტი წარმოდგენილი, სადაც ცხადად არის მითითებული, რომ ის აწარმოებს როგორც პრაქტიკულ საქმიანობას, ასევე სალექციო სწავლებას და ასევე, ის არის ექსპერტი ადამიანის უფლებების დარგში. ” ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

სიახლეები

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...

მალანია შვილისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს - ზაჰესის...

მალანიას ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. შს მინისტრის ყოფილი...