მთავარისიახლეები"ვაკვირდებით გადაწყვეტილებას" - პესკოვი უკრაინის NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადზე

“ვაკვირდებით გადაწყვეტილებას” – პესკოვი უკრაინის NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადზე

Published on

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი ყურადღებით აკვირდება უკრაინის გადაწყვეტილებას, NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის სწრაფვა NATO-ში გაწევრიანებისკენ “სამხედრო ოპერაციის” ერთ-ერთი მიზეზი იყო.

“ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ გადაწყვეტილებას და გვახსოვს, რომ სწორედ NATO-ს მიმართ უკრაინის ორიენტაცია გახდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი”, – თქვა მან.

ცნობისთვის, 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადს აკეთებს.

სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო - რეზოლუცია 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა...

ლაილაშში მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ 4 საცხოვრებელი სახლი დაანგრია

„ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის...

თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, შალვა თადუმაძე კი მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე...

ირაკლი ფირცხალავამ, 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო დატოვა

კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ინფორმაცია ტაბულას...