მთავარისიახლეებიამ წუთებში მიხეილ საკაშვილს ამერიკელი ადვოკატი ხვდება

ამ წუთებში მიხეილ საკაშვილს ამერიკელი ადვოკატი ხვდება

Published on

კლინიკა “ვივა მედში” მესამე პრეზიდენტს ამერიკული ფირმა “აკერმანის” იურისტი, მასიმო დი ანჯელო ხვდება. მას მედიასთან ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. საქმის შესწავლის შემდეგ ის სასამართლოს მეგობრის სტატუსით გააცნობს დასავლურ პრაქტიკას მსგავსი შემთხვევებისთვის.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში და სასამართლო ექსპერტიზაში ერთვება ამერიკელი ნერვოლოგიც, რომელსაც თბილისში ხვალ ელოდებიან. გარდა ამისა, გასტრო-ენტეროლოგი აშშ-დან საქმეს დისტანციურად ეცნობა.

“სასამართლო პროცესზე გამოსვლის უფლება არ ექნება, ამიტომ იგი წარმოადგენს სასამართლოში სასამართლო მეგობრის დასკვნას, სადაც აღწერილი იქნება ამერიკის პრაქტიკა მსგავსი ტიპის საქმეებზე და საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა. ერთადერთი მუხლია მთელ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სადაც სამართალი და მედიცინა გაერთიანებულია, ამდენ ხანს საქართველოში რაიმე კონკრეტული მყარი პრაქტიკა არ იყო ჩამოყალიბებული, ამაშიც სააკაშვილი პირველია”, – თქვა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, კვირის დასაწყისში საექსპერტო სამუშაო მიხეილ სააკაშვილთან დასრულებული იქნება.

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში ერთვებიან ქართველი სპეციალისტებიც – ქირურგი დავით აბულაძე და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, რომლის ვინაობაც ჯერ ცნობილი არაა.

ალტერნატიული კომისიის ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ბოლოს პარასკვეს მოინახულა ამბობს, რომ მისი მდგომარეობა დამძიმებულია.

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...