მთავარისიახლეები2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა 1 598 რუსზე გაიცა

2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა 1 598 რუსზე გაიცა

Published on

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” ამბობს, რომ 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს.

2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში სააგენტოში დაფიქსირებული 2 032 განაცხადიდან 594 მუდმივ ბინადრობაზე მოდის, ამავე პერიოდში დაკმაყოფილილებული განცხადებებიდან კი მუდმივი ბინადრობის კატეგორია 32,6%-ს შეადგენს.

ორგანიზაციის ცნობით, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა.

IDFI წერს, რომ 2022 წლის მარტი-ივლისი პერიოდში, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1321-ით (+185%) მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიმართა სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მისაღებად, დაკმაყოფილებულმა განცხადებებმა, 2019 წელთან შედარებით 972-ით მეტი (+155%), 1598 შეადგინა.

“ყველაზე დიდი ზრდა გასულ წელთან შედარებით შრომის ნებართვისა (+173) და მოკლევადიანი ბინადრობის (+157) კატეგორიებში დაფიქსირდა”, – წერს ორგანიზაცია.

ცნობისთვის, 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტის მიერ “ნაწილობრივი მობილიზაციის” გამოცხადების შემდეგ საქართველოს საზღვარზე კილომეტრიანი რიგებია. რუსები ცდილობენ ომში წასვლას სხვადასხვა ქვეყნებში გაექცნენ.

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...