მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის ახალი საკრებულო დღეს პირველ სხდომას მართავს, მასში ენმ მონაწილეობას არ...

თბილისის ახალი საკრებულო დღეს პირველ სხდომას მართავს, მასში ენმ მონაწილეობას არ მიიღებს

Published on

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულო დღეს პირველ სხდომას მართავს.  დღესვე დამტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.
 
საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა, პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი იქნება, ხოლო მოადგილეები – მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.
 
არსებული ინფორმაციით, თბილისის საკრებულოში დაგეგმილია სტრუქტურული რეორგანიზაცია – გადაიხედება კომისიების რაოდენობა,  მოხდება რამდენიმე კომისიის შერწყმა, ნაწილის კი, ცალკე კომისიად გამოყოფა, კერძოდ, შესაძლოა  გაერთიანდეს ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიული კომისიები,  ხოლო ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას გამოეყოფა ტრანსპორტის საკითხები და ცალკე კომისიად ჩამოყალიბდება.
 
დღეს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების უფლებამოსილების ცნობის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიაში ამბობენ, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას ხვალიდან შეუდგებიან.,, ეს თავიდან ბოლომდე იქნება „ქართული ოცნების“ უმრავლესობის პასუხისმგებლობა,“ – აცხადებენ პარტიაში. 
 
შეგახსენებთ,თბილისის საკრებულოში 40 მანდატი მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“, 5 მანდატი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, სამი „ევროპულ საქართველოს“, ორი კი „პატრიოტთა ალიანსს“.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...