მთავარისიახლეებისაზოგადოებაგურამ კაშია: სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები...

გურამ კაშია: სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში

Published on

„მადლობა გორში და ქუთაისში მოსულ მაყურებელს! დიდი მადლობა ვინც ამ ორი თამაშის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ნაკრებს! მე, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში! შევხვდებით 2018-ში”,- დაწერა გურამ კაშიამ თავის ფეისბუქ გვერდზე გორსა და ქუთაისში გამართული საფეხბურთო მატჩების შემდეგ.
 
ფაქტობრივად ეს არის    საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი და არნემის „ვიტესის“ კაპიტნის პასუხი მის  წინააღმდეგ  „ქართული მარშის“ წევრების მიერ   აგორებული კამპანიაზე,  რომლის ნაწილია მათი მორიგი გამოხდომა გუშინ ქუთაისის სტადიონზე.  
„ქართული მარშის“ წევრები სტადიონზე შეიჭრნენ და  გურამ კაშიას მისამართით შეურაცხმყოფელ ტექსტებს სკანდირებდნენ იმის გამო, რომ იგი  ჰოლანდიის ჩემპიონატში არნემული კლუბის ერთ-ერთ მატჩზე   „ფობიის საწინააღმდეგო კამპანიის“ სიმბოლიკით გამოვიდა და  მხარდაჭერა გამოუცხადა ლგბტ თემს, რომელიც გარკვეულ ჯგუფებში განსხვავებულთა მიმღებლობის დეფიციტისა და ღია აგრესიის მსხვერპლია. 
 
 
 

სიახლეები

პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე...

რუსეთმა კიევს სამი ტალღით 21 ბალისტიკური რაკეტა ესროლა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ღამის თავდასხმის სამიზნე უკრაინის 12 ოლქი გახდა. დაიღუპა ორი...

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...