ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა დღეს, 15:00 საათზე გაიმართება. როგორც ცნობილია მერია ყოფილი გამგეობის შენობაში განთავსდება, საკრებულოს სხდომაც, ამავე დარბაზში ჩატარდება.დღის წესრიგით გათვალისწინებულია სხვადასხვა საკითხები, საკრებულოსა და საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობა,თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევა, სხვადასხვა კომისიების თავმჯდომარეებისა და ფრაქციების დაფუძნება, . ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცება და სხვა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელი საქართველოოს მასშტაბით 21 ოქტომბერს ჩატარდა.ზუგდიდის საკრებულო 50 წევრისგან დაკომპლექტდება, აქედან 20 პროპორციული სიით დანარჩენი 30 კი მაჟორიტარული სისტემით.ზუგდიდის საკრებულოში ერთიანი ნაციონალურიმოძრაობა 4 პროპორციული და 1 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, ევროპული საქართელოს მანდატების რაოდენობა 2-ით განისაზღვრა, ხოლო ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო 43 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
სიახლეები
კონფლიქტები
რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?
სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს.
სევასტოპოლში აფეთქების...
საზოგადოება
როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...
Uncategorized
როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...
საზოგადოება
ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...