მთავარისიახლეებირუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა... როგორც კი საჭირო იქნება, მოვიწვევთ უსაფრთხოების საბჭოს

რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა… როგორც კი საჭირო იქნება, მოვიწვევთ უსაფრთხოების საბჭოს

Published on

შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ დღეს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან ყველა პასუხისმგებელი უწყება აკონტროლებს ლარსის გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას.

დარახველიძე ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოქალაქეების ნაკადი ნამდვილად გაზრდილია.

“გაზრდილია ნაკადები ლარსის გამშვებ პუნქტზე. თუკი სტანდარტულად დღის განმავლობაში იყო 5 000-6 000 რუსეთის მოქალაქე შემომსვლელი, ბოლო პერიოდში გაიზარდა 40-45%-ით ამ ადამიანების რაოდენობა. ხდება თითოეული ადამიანის შესწავლა, თუკი არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, არის გარკვეული ინფორმაციები ამა თუ იმ პირის შესახებ, რომელმაც შეიძლება შეუქმნას საფრთხე სახელმწიფო უსაფრთხოებას, ბუნებრივია, ხდება უარის თქმა და არ გაშვება საზღვარზე. ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, მაქსიმალურად ვაკონტროლებთ იქ არსებულ ვითარებას, დამატებით ძალები გადაგზავნილ იქნა ლარსის გამშვებ პუნქტზე.

რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, როგორც კი საჭიროება იქნება, მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. თუმცა მანამდე ყველა სამართალდამცავი უწყება მუდმივად ახდენს რისკების ანალიზს და შესაბამისი ღონისძიების განხორციელებას”- ამბობს შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შს მინისტრს შეხვდა და უთხრა, რომ მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში უსაფრთხოების საბჭო იქნას მოწვეული.

სიახლეები

ქართველი ექიმების ერთობლივი განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო

ქართველი ექიმების ნაწილი, საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის...

ალეკო ელისაშვილს სასამართლოზე განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს

ბარემ ჩამომახრჩეთ და დამხვრიტეთ - ასე მიმართა სასმართლოს დაკავებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ,რ...

ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა, - ევიკა სილინამ სეიმს გადადგომის შესახებ განცხადება უკვე წარუდგინა. პრემიერ-მინისტრთან ერთად მთავრობის...

15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი....