მთავარისიახლეებირუსული "Мир-ის" ბარათების მიღება ყველა თურქულმა ბანკმა შეწყვიტა -

რუსული “Мир-ის” ბარათების მიღება ყველა თურქულმა ბანკმა შეწყვიტა –

Published on

თურქეთში არ დარჩა ბანკები, რომლებიც მიიღებენ “Мир-ის” ბარათებს – იტყობინება თურქული არხი NTV.

მედიის ცნობით, თურქეთის სახელმწიფო ბანკებმა “Мир-თან” მუშაობაზე უარი განაცხადეს, მანამდე კი კერძო ბანკებმა ბარათების მიღება შეწყვიტეს.

ამავდროულად, რუსული სააგენტო TASS-ის კორესპონდენტი იუწყება, რომ სახელმწიფო ბანკები: Halkbank და Ziraat bankasi აგრძელებენ ლირის გაცემას Мир-ის ბარათებიდან, მაგრამ სხვა სახელმწიფო ბანკმა, VakifBank-მა შეწყვიტა ამ ბარათებზე ნაღდი ფულის გაცემა.

BBC წერს, რომ გასულ კვირას თურქულმა სასტუმროებმა შეწყვიტეს Мир-ის ბარათების მიღება. მოგვიანებით Financial Times-მა განმარტა, რომ დასავლეთის ხელისუფლებამ დაიწყო ზეწოლა თურქეთზე, რათა არ დაეხმაროს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.

გასულ კვირას აშშ-ს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა რეგულარული სანქციების სიები, რომელშიც შედიოდა ეროვნული გადახდის ბარათების სისტემის ხელმძღვანელი, ვლადიმერ კომლევი. მათ ასევე გააფრთხილეს, რომ კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლობენ ეროვნული გადახდის ბარათების სისტემასთან, შეიძლება დაემუქროთ სანქციები.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...