მთავარისიახლეებიაშშ უკრაინისთვის დამატებით $1.1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

აშშ უკრაინისთვის დამატებით $1.1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

Published on

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებით 1.1 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტს ამზადებს. ინფორმაციას Reuters აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ განცხადება დახმარების ახალ პაკეტთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გაკეთდება.

მედია წერს, რომ დახმარების პაკეტი მოიცავს HIMARS-ის გამშვებებს, მასთან დაკავშირებულ საბრძოლო მასალებს, სხვადასხვა ტიპის ანტიდრონისა და სარადარო სისტემებს, ასევე სათადარიგო ნაწილებს, სასწავლო და ტექნიკურ მხარდაჭერას.

გარდა დახმარებისა, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების გამო, ამერიკა მოსკოვისთვის სანქციების დაწესებასაც გეგმავს.

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...