მთავარისიახლეებიმუდმივ კონტაქტში ვარ უკრაინის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, მათი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის -...

მუდმივ კონტაქტში ვარ უკრაინის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, მათი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მუდვივ კონტაქტშია უკრაინის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან და მათი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის.

“სალივანის და ბლინკენის ძალიან მკაცრი გაფრთხილების, რომ ამერიკა მომენტალურად უპასუხებს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მცდელობას, შემდეგ რუსეთის პროპაგანდისტებმა და პოლიტიკოსებმა ფირფიტა გადაატრიალეს. აშკარად ბევრად ნაკლებად ისმის ბირთვული იარაღით მუქარა.

როგორც იქნა უკრაინელებმა ისწავლეს ირანული დრონების ჩამოგდება, ოდესაში დღეს სამიდან სამივე გაანადგურეს, იგივე მოხდა ნიკოლაევში. ბლინკენმა ასევე პირველად განაცხადა რომ ამერიკა იხილავს 500კმ-ის რადიუსის მქონე ატაკამსის რაკეტების გადაცემას, რაც ნიშნავს რომ ისინი სულ მალე უკრაინაში აღმოჩნდება. მათ ასევე მიყვება ნასამსის მძიმე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რაც მკვეთრად გააძლიერებს ჩვენების პოზიციებს. უკრაინელები ძალიან მშვიდად ხვდებიან რუსულ მობილიზაციას, ვინაიდან ჯერ ერთი, ახლა უკრაინელებს ორი ერთზე უპირატესობა აქვთ ცოცხალ ძალაში. მეორე მიზეზი ისაა, რომ ამ ომში მსხვერპლის 93% არტილერიამ გამოიწვია და ჯარებს ახლო შეხება თითქმის არა აქვთ და რა თქმა უნდა, როგორც ზალუჟნიმ უწოდა “მოყვარული არმიის”, რომელიც ახლა შეჰყავთ მოტივაცია და მორალი ძალიან დაბალია და მათ შეიძლება გაძლიერების ნაცვლად მკვეთრად შეასუსტონ რუსული პოზიციები. მე ვიმყოფები მუდმივ კონტაქტში უკრაინის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან და მათი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...