მთავარისიახლეებიპოლიტიკასაგარეო დაზვერვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება

საგარეო დაზვერვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება

Published on

საგარეო დაზვერვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება. საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, შესაბამისი ცვლილება პარლამენტს წარედგინება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ სფეროში უკვე განხორციელებულია არა ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება და ხდება უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება. "ამ სფეროში ჩვენ უკვე განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება მხოლოდ მისასალმებელია. საგარეო დაზვერვა სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია და ამ ცვლილებითაც ხდება ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა," – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.პრემიერის განმარტებით, ცვლილებების პაკეტი, რომელიც მთავრობის ოპტიმიზაციას ეხება, მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება, შემდეგ კი ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება."საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდენს კოორდინაციას ცვლილებების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, მინდა ვთხოვო პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ რეფორმებს, რათა ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე, უმოკლეს ვადაში დასრულდეს," – აღნიშნა პრემიერმა.საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდეგ, სამთავრობო გუნდი ახალი შემადგენლობით პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად წარდგება.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...