მთავარისიახლეებიპოლიტიკავლადიკავკაზიდან ზემო ლარსისკენ რუსული სამხედრო ტექნიკა დაიძრა

ვლადიკავკაზიდან ზემო ლარსისკენ რუსული სამხედრო ტექნიკა დაიძრა

Published on

ვლადიკავკაზიდან ზემო ლარსის მიმართულებით რუსული სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება, რაც გავრცელებულ კადრებშიც ჩანს. ეს გადაადგილება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს გავრცელებულ ცნობას, რომ ზემო ლარსთან რუსეთი აპირებს სამხედრო გაწვევის მობილური პუნქტის შექმნას. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ რუსეთის შსს-მ განაცხადა. 

საქართველოში შემოსვლის მსურველი მანქანების რიგი ისევ 20 კმ-ზეა გადაჭიმული. დიდი რიგია ასევე საბაჟო პუნქტთან. გასაუბრების შემდეგ, ფაქტობრივად, უკან არავის აბრუნებენ და საქართველოში უშვებენ. საზღვარი საქართველოს არ ჩაუკეტავს და არც აპირებს. რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის საშუალო ხანგრძლივობა 4-5 დღე-ღამეა, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით კი 4-5 საათი. რუსეთის მიმართულებით საცობები არ არის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა უარყო ინფორმაცია 250 000-მდე რუსის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. მისი თქმით, დაახლოებით 4-5 დღის წინ 5-დან 6 ათასამდე ადამიანი შემოვიდა, ახლა კი მათი რიცხვი 10 ათასამდე გაიზარდა.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...

ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ 27 დეკემბერს გაიმრთება

27 დეკემბერს, 18:00 საათზე ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ,...

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა, დღეს 18:00 საათისთვის დაანონსა. ზურაბიშვილი სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის...

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი...