მთავარისიახლეებიმსოფლიოძლიერი მიწისძვრა ირანისა და ერაყის საზღვარზე, მსხვერპლი დიდია

ძლიერი მიწისძვრა ირანისა და ერაყის საზღვარზე, მსხვერპლი დიდია

Published on

ძლიერი მიწისძვრა მოხდა ირან-ერაყის საზღვართან – ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. არის ნგრევა და მსხვერპლი. 
 
Reuters ირანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მიწისძვრას ირანში მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროის მონაცემებით, გარდაცვლილია 214 ადამიანი,  დაშავებულია 2800.
 
 
მიწისძვრას  ძლიერი პანიკა მოყვა, მოსახლეობა ქუჩებსა დამინდვრებში გამოცვივდა. ერაყის დედაქალაქში მეჩეთებზე დამონტაჟებული  ხმის გამაძლიერებლებიდან განუწყვეტლივ გადაიცემოდა  ლოცვები. 
 
 
 
მიწისძვრამ ერაყში, ირანის მოსაზღვრედ მდებარე დარბენჯანის კაშხლის რაიონში მასშტაბური მეწყერი დაძრა და  მთა ჩამოამზღვლია, გრუნტს მოყოლილი ქვები კაშხალში დაგროვებული წყლის  დასაცლელ არხში ჩაცვივდა  და  გადაკეტა, შედეგად კაშხლის კედლის ზედა ნაწილიდან წყალი გადმოსკდა და თავის გზაზე სახლები წალეკა. ახლომდებარე კაშხალი ჰამრინი, საბედნიეროდ,  არ დაზიანებულა – ნათქვამია სამთავრობო განცხადებაში. 
 
 

სეისმოლოგები აცხადებენ, რომ სწორედ ირანისა და ერაყის საზღვართან ებჯინება ერთმანეთს ორი ტექტონური ფილა, რომელტა მოძრაობა იწვევს ხშირსა და ძლიერ მიწისზძრებს ამ ზონაში.  

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა - ინფორმაციას გამოცემა Bm. ge ავრცელებს და წერს,...

აჭარის ტელევიზიიდან 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტები გაათავისუფლეს. დღეს, 2 ივნისს, ტელევიზიისა და რადიოს 5-მა თანამშრომელმა ელექტრონული ფოსტის...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს 13 და 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს მოსამართლემ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა...

სენაკში კაცმა მეზობელი ქალი მოკლა

სენაკში კაცმა მეზობელი ქალი მოკლა - ეჭვმიტანილი დაკავებულია: "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის...