მთავარისიახლეებიმსოფლიოФСБ ადასტურებს, რომ ზემო ლარსისკენ რუსი სამხედროები БТР-ით დაიძრნენ

ФСБ ადასტურებს, რომ ზემო ლარსისკენ რუსი სამხედროები БТР-ით დაიძრნენ

Published on

ФСБ ადასტურებს, რომ საქართველოს საზღვრის მიმართულებით, ზემო ლარსის სგ პუნქტისკენ რუსული ჯავშანტრანსპორტიორი მოძრაობს. უწყების ცნობით, ზემო ლარსთან დამატებითი სამხედრო ბლოკ-პოსტის გახსნა არ იგეგმება. 

“იმ მიმართულებით БТР ნამდვილად მოძრაობს, მაგრამ არა იმისთვის, რომ იქ ბლოკ-პოსტი გაიხსნას – სამხედროები იმიტომ გავგზავნეთ, რომ წესრიგის დაცვას მიაქციონ ყურადღება. ეს არის, ასე ვთქვათ, პრევენციული ღონისძიება იმ შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტები გადაწყვეტენ გამშვები პუნქტის გარღვევას და ყოველგვარი საბუთების გაფორმების გარეშე საქართველოში გადასვლას. საკონტროლო-გამშვები პუნქტი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, არანაირი დამატებითი შეზღუდვები დაწესებული არ არის”, – აცხადებს მედიასთან ჩრდ. ოსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი. 

ხმები, რომ შესაძლოა, რუსეთმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები დაკეტოს, აქტიურად ვრცელდებოდა მობილიზაციის გამოცხადებისთანავე. დღეს დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. 

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...